,,გაუგებარია ოპოზიციის სიჯიუტე”- მიხეილ სარჯველაძე

უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ოპოზიციის სიჯიუტე გაუგებარია.

მისი თქმით, გაუმართლებელია ვინმესთვის პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად, საგამოძიებო კომისიის შექმნა.

,,გაუგებარია ოპოზიციის სიჯიუტე ამ საკითხთან დაკავშირებით, გაუგებარია იმიტომ რომ მე მგონი ნახეს ის პრინციპული პოზიცია, რომელიც აქვს ხელისუფლებას და ეს პრინციპული პოზიცია მთლიანად ეყრდნობა კონსტიტუციის პათოსს, იმ თვალსაზრისით, რომ რა თქმა უნდა გაუმართლებელია ვინმესთვის პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც რეალურად ძირს გამოუთხრის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის განხორციელებისთვის”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი სამჯერ ჩავარდა. უმრავლესობამ არცერთხელ გაიარა რეგისტრაცია, რის გამოც  კენჭისყრა კვორუმის არარსებობის ვერ შედგა.

“დღესაც ბუნებრივია, არ გავივლით რეგისტრაციას” – საკითხი ისევ ჩავარდა

მსგავსი თემები