“საპროკურორო საბჭო პროკურატურისთვის, გამჭვირვალობის კუთხით, უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია” – გენ პროკურორი

  •  

“კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ პირველად ხდება საპროკურორო საბჭოს წევრების განახლება”, – ამის შესახებ საქართველოს პროკურორთა კონფერენციის გახსნაზე, გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, დღეს ვადა ექვს წევრს ეწურება, შესაბამისად კონფერენციაზე საბჭოს ექვს ახალ წევრს აირჩევენ.

„საპროკურორო საბჭო არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი საქართველოს პროკურატურისთვის, როგორც ზედამხედველობის, ასევე, გამჭვირვალობის კუთხით. საპროკურორო საბჭოს ფუნქცია თითოეული პროკურორისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ფონზე, როდესაც კონსტიტუციით საქართველოს პროკურატურა არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანო. საბჭოს, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს როგორც მენეჯმენტზე ზედამხედველობა, ასევე, უფლება აქვს მიიღოს თითოეული პროკურორის კარიერულ წინსვლაში მონაწილეობა და ეს არის შესაძლებლობა იმის, რომ თითოეულ პროკურორს მიეცეს სამართლიანი კარიერული წინსვლის შესაძლებლობა,” – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების შემადგენლობით, არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის პროკურორებმა და პროკურატურის გამომძიებლებმა ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ საპროკურორო საბჭოს ექვსი ახალი პროკურორი წევრი შემდეგი კვოტების მიხედვით: ორი წევრი საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელთა კვოტით; ერთი წევრი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთა კვოტით; ორი წევრი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული – საოლქო პროკურატურების, თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთა კვოტით; ერთი წევრი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დასავლეთ საქართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო და რაიონული პროკურატურის წარმომადგენელთა კვოტით.

მსგავსი თემები