ენტონი ბლინკენმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მიერ კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა.

ფილიპ რიკერი იმუშავებს აშშ-ის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარედ და უხელმძღვანელებს აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

,,კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი​ს დანიშვნა ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ ანიჭებს საქართველოსთან დაკავშირებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს,” – ნათქვამი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

მსგავსი თემები