რუსეთში დააკავეს პოლკოვნიკი, რომელიც ქრთამის სახით სარეცხ მანქანას ითხოვდა

რუსული მედიის ინფორმაციით, დააკავეს რუსი პოლკოვნიკი, რომელიც კომისარს, საშემოდგომო გაწვევის მონიტორინგის თავიდან აცილების სანაცვლოდ, ქრთამის სახით სარეცხის მანქანას ითხოვდა.

მედიის ცნობით, მერტვიჩევი რამდენიმე სამხედრო კომისარის შემოწმებას გეგმავდა, სწორედ ამიტომ პოლკოვნიკი კომისარიატის ხელმძღვანელ რამენკოს ტელეფონით დაუკავშირდა და მოსალოდნელი შემოწმების შესახებ აცნობა.

მერტავეჩი რამენოკს დაემუქრა, რომ თუ მინიმუმ 70,000 რუბლის ღირებულების სარეცხ მანქანას არ უყიდდა, იგი მიზანმიმართულად იპოვიდა მის კომისარიატში მიმდინარე გაწვევის პროცესში დარღვევას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს დარღვევა არ იარსებობდა.

მედიის ცნობით, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და  მას 2 თვიანი შინა პატიმრობა მიუსაჯეს.

მსგავსი თემები