„რუსეთთან გაერთიანება არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი“ – სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ელოდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. პრეზიდენტი  აცხადებს, რომ მალე დადგება „ისტორიული დღე“ როცა სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში იქნება.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო! სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია და მთელი მსოფლიო ახლა გარდამტეხ მომენტს განიცდის. რუსული სამყარო დღეს იცავს მათ ინტერესებს, ვინც მისი ერთგულია, ვინც ეწინააღმდეგება ნაციზმს, პატივს სცემს უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებს და ფუნდამენტურ უფლებებს და ნორმებს, რომლებიც მიღებულია მთელ საერთაშორისო საზოგადოებაში.

2008 წელს  რუსეთმა გადაწყვიტა დაეცვა ოსი ხალხი და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რისთვისაც ყოველთვის მადლობელი ვიქნებით რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ხალხის. მადლობა, ძმებო და დებო. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელმაც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მშვიდობის გარანტიები და განვითარების შესაძლებლობა მისცა“ – აცხადებს ბიბილოვი.

რაც შეეხება მთავარ მიზანს, როგორც „პრეზიდენტი“ განმარტავს, ეს ოსი ხალხის რუსეთის სახელმწიფო საზღვრებში გაერთიანებაა.

„არის რუსეთის ფედერაცია. ჩვენმა ხალხმა არაერთხელ დაისახა ეს მიზანი, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა 2014 წელს აგვესრულებინა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ოცნება, როცა ყირიმი მშობლიურ ნავსადგურს დაუბრუნდა. მაშინ ხელიდან გავუშვით ჩვენი შანსი, მაგრამ ამის გამეორებას ვერ დავუშვებთ. ვფიქრობ, რუსეთთან გაერთიანება არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი, ჩვენი გზა და ხალხის მოლოდინი. ჩვენ ამ გზით ვივლით. უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს – რუსეთის ნაწილი“, – აცხადებს ბიბილოვი.

 

მსგავსი თემები