„ჩვენ ხომ არ ვიძახით დიდება პარტიას, ჩვენ ყოველთვის ვიძახით, დიდება უფალს“ – აღნიშნა ბოდბელმა მიტროპოლიტმა ქადაგებისას და დასძინა, რომ საქართველო არავის მონა ყოფილა და არც იქნება.
„ვინც არ უნდა შემოგვიტიოს, ჩვენ მაინც თავისუფლები ვართ, ჩვენ მონები არასდროს არ ვყოფილვართ. სამწუხაროდ, რუსეთის ორსაუკუნოვანმა მართვამ, მანამდე ირანი, თურქეთი, ვინ არ იყო, მონღოლი, ბიზანტია იყო, ვინ არ შემოდიოდა, ისეთ გზა გასაყარზე ვიყავით, ყველა შემოდიოდა, გვიქნეს რამე? დავრჩით ქართველებად! დავრჩით ღვთის მადიდებლებად. ჩვენ ხომ არ ვიძახით დიდება პარტიას, ჩვენ ყოველთვის ვიძახით, დიდება უფალს“ – იქადაგა მეუფემ.
როგორც ბოდბელმა ეპისკოპოსმა აღნიშნა, ემიგრაცია უნდა შეჩერდეს და მოქალაქეები არ უნდა გარბოდნენ ქვეყნიდან.
„საქართველოდან რომ არ მიდიოდნენ, ამისთვის ჩვენ ყველაფერ უნდა გავაკეთო. რა, უცხოეთში უკეთესია ახლა რომ მიდიან? ამდენი ადამიანი რომ გადის? იმათ გენოფონდს ვამდიდრებთ. ნუთუ არ შეიძლება ჩვენთან წარმატებას მიაღწიო, აბა გაიხედეთ, რამდენი ადამიანია საქართველოში ვინც თავისით გაიკვალა გზა. წუწუნი არ უნდა ვიცოდეთ, ღმერთს უნდა დავანახოთ ჩვენი გული.
ჩვენ ღმერთისგან მოვდივართ და არა შიმპანზეებისგან. ნუ ვიქნებით ჭინკებივით. ღმერთმა ეკლესია დაგვიდგინა, არ მოდიხართ ეკლესიაში, ნუ ებრძვით ქართულ ტრადიციებს მაინც. იყავით მოწყალეები. სხვა ადამიანების აზრი გაითვალისწინეთ. უცხოელი პატრონების ხელშეწყობით ვერასდროს ვერ მოხვალთ, დღეს სხვა საქართველოა.
ეკლესია ძალიან ძლიერია და ყოველთვის იდგება იქ, სადაც ქართველი ხალხია. თუ ხედავთ ფანატიკოსები არ ვართ, რამეს გთხოვთ ჩაცმაზე ან იმაზე, ან ამაზე? ერთ რამეს ვამბობთ, შევიყვაროთ საქართველო. ასე როგორ უნდა გძულდეს საქართველო, სულ რყევებში ვიყოთ. ვის, ვიღაც ვიოლებს უფრო უყვართ საქართველო, ვიდრე ჩვენ?! ისინი ხომ ავტორიტეტები არ არიან ჩვენთვის. ალბათ, ჩვენ წესიერად უნდა ვისწავლოთ სხვებთან ლაპარაკი. იმათაც კეთილი ინებონ და წესიერად გველაპარაკონ. ჩვენ უფლის ერი ვართ და ვიღაცები არ ვართ, ვიღაცებმა ზევიდან გვიყურონ და რაღაცები გვასწავლონ” – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას.