ვოლოდიმირ ზელენსკის ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებია – პრეზიდენტის პრესმდივანი

ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

კითხვაზე, გაათავისუფლა თუ არა პრეზიდენტმა ზალუჟნი, ნიკიფოროვმა უპასუხა: „დანამდვილებით გეტყვით, რომ არა. პრეზიდენტს არ გაუთავისუფლებია მთავარსარდალი“.

ცნიბისთბის, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ ვალერი ზალუჟნის გადადგომის შესახებ განუცხადეს.

მსგავსი თემები