ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბათუმმა 8 მედალი მოიპოვა

ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი თბილისში გაიმართა.

მსოფლიო ჩემპიონის, მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირში ბათუმის სასპორტო სკოლის 19 სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრება გლდანში მდებარე ოლიმპიური მზადების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობდა. 10 წონით კატეგორიაში მონაწილეობა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელით 220 სპორტსმენმა მიიღო. ბათუმის სასპორტო სკოლიდან ჩემპიონის ტიტულის მფლობელები გახდნენ : რატი ხოზრევანიძე (48კგ) , ნიკა ბროლაძე (60კგ) და შმაგი გობაძე (80 კგ). ვერცხლის მედლის პრიზიორები არიან : რამინ ირემაძე(48 კგ) და რომეო ბერიძე (55კგ) ,ხოლო ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ : თორნიკე შაინიძე (45კგ), აჩიკო ბოლქვაძე (60კგ) და ლაშა ბოლქვაძე (80კგ).

მსგავსი თემები