“ინფექციური საავადმყოფო ყოველთვის ასრულებდა შეუცვლელ როლს” – დიმიტრი ხუნდაძე

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება და ფიქრობს, რომ ინფექციური საავადმყოფო ყოველთვის შეუცვლელ როლს ასრულებდა.

მისივე თქმით, კლინიკის დამსახურება კორონავირუსთან ბრძოლის გზაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„ვფიქრობ, ინფექციური საავადმყოფო ყოველთვის ასრულებდა შეუცვლელ როლს. ეს მან კიდევ დაადასტურა კორონავირუსთან ბრძოლის გზაზე. ის, რომ სიკვდილიანობა არის ყველაზე დაბალი საქართველოში სახელმწიფოთა შორის, არის დამსახურება მათ შორის ინფექციური საავადმყოფოსი. რაც შეეხება სხვადასხვა საავადმყოფოში ინფექციური განყოფილება უნდა იყოს თუ არა ასეთი ტიპის ცენტრალური კლინიკა, ვფიქრობ, სპეციალისტების აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული. როლი რომ შეუცვლელია და ამ ფორმით ის საკმაოდ პოზიტიურ როლს თამაშობს ინფექციური დაავადებების, საშიში ინფექციების გავრცელებისა და მითუ მეტეს „კოვიდ-19 თან“ ბრძოლის გზაზე, ეს არის ფაქტი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები