საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 849-ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“ 777 ადამიანს დაუდასტურდა, 342 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, გუშინ, 8 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 537 პაციენტი, ცხრა კი გარდაიცვალა.