რუსეთმა ომში დაახლოებით 116 080 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 24 თებერვლიდან 16 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 116 080; ​ტანკი – 3 118; ჯავშანტექნიკა – 6 204; საარტილერიო სისტემა – 2 099; სარაკეტო სისტემა – 438; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 220; თვითმფრინავები – 286; ვერტმფრენი – 276;  ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 872; საკრუიზო რაკეტები – 749; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 870; გემი/ნავი/კატარღა – 17; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 190.

მსგავსი თემები