პუტინმა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.

პუტინმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12 საათიდან 7 იანვრის 00:00 საათამდე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდეს, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“საშობაო ზავის” გამოცხადების მოწოდებით დღეს რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.

რუსეთის პატრიარქის ინიციატივით, შიდა კონფლიქტში ჩართულმა ყველა მხარემ 6 იანვრის 12 საათიდან 7 იანვრამდე ღამის 12 საათამდე “საშობაო ზავი” უნდა გამოაცხადონ. უნდა შეწყდეს ცეცხლი, რათა მართლმადიდებელმა ხალხმა შეძლოს შობის ღამეს და ქრისტეშობის დღეს ტაძრებში მისვლა და წირვაზე დასწრება.

მსგავსი თემები