ციხის საავადმყოფოდან გამოსული სახალხო დამცველის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს. როგორც მიხეილ ღოღაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობას აცხადებს.
„მისი მანქანიდან გადმოყვანა და შესახლება მოხდა ძალის გამოყენებით. პროტესტის ნიშნად ის აცხადებდა უარს და არ გადმოდიოდა მანქანიდან და გადმოიყვანეს ძალით. მოკიდეს ხელი და აიყვანეს საკანში. წარმოება მიმდინარეობს… მე ვერ შევნიშნე დაზიანება. უარს აცხადებს მკურნალობაზე და აცხადებს შიმშილობას“, – განაცხადა ღოღაძემ მედიასთან.
ამ წუთებში, გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები შედიან, თუმცა, შეუშვებენ თუ არა, უცნობია.