თბილისში, ლილო არენასთან ავარიის შედეგად, 14 წლის მოზარდი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
თვითმხილველების განცხადებით, მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა.
შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა.