მანქანებზე წარწერისთვის “მე რუსი ვარ” ლატვიის პოლიცია მძღოლებს დააჯარიმებს

“მე რუსი ვარ” – სატრანსპორტო საშუალებებზე აღნიშნული წარწერის გამო, ლატვიაში  მძღოლებს დააჯარიმებენ.

პოლიციის განცხადებით, “პოტენციურად პროვოკაციული წარწერები რუსულ ენაზე” მიუღებელი პრაქტიკაა.

ქვეყნის პოლიციის სამმართველომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ინტერნეტში ლატვიური სანომრე ნიშნით ავტომობილის ფოტო გამოჩნდა, მინაზე წარწერით „მე ვარ რუსი“.

ლატვიის პოლიციამ განმარტა, რომ უკრაინის ომის ფონზე, მანქანებზე „პოტენციურად პროვოკაციული წარწერების“ გამოყენება მიუღებელია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლატვიის იუსტიციის სამინისტრო ამზადებს კანონპროექტს, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყნის შიგნით მდებარე რუსული და ბელორუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების ჩამორთმევას. დოკუმენტი, კერძოდ, ითვალისწინებს, რომ თუ სამი თვის განმავლობაში ასეთი მანქანის მფლობელი არ დაარეგისტრირებს მას ან არ დატოვებს ლატვიას, მას ემუქრება სანქციები, მათ შორის ავტომობილის ჩამორთმევა.

 

მსგავსი თემები