უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ზაქარია შუბითიძე სამშობლოში ჩამოასვენეს

დღეს დილით საქართველოში უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლი, ზაქარია შუბითიძე ჩამოასვენეს. მას აეროპორტში ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.

ზაქარია შუბითიძე „ქართული ლეგიონის“ წევრი იყო. მებრძოლი საომარი მოქმედებების დროს ის მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხა.

შუბითიძე დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნოესთან იბრძოდა.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის ომს 45 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები