ბრილიანტისგან დამზადებული 6 ტონიანი ჭაღი ჩინეთში (ვიდეო)

ეს 6 ტონიანი ჭაღი ჰუაიჟოუს რაიონში, იენციჰუს პარკში, საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში კიდია. ცენტრი 2011 წელს აშენდა. ეს არის ადგილი, სადაც პრეზიდენტი სი ძინპინი თავად მასპინძლობდა ყველაზე მნიშვნელოვან მსოფლიო კონფერენციებსა და ფორუმებს.

ჭაღი, რომელიც ამ დარბაზში კიდია 6 ტონას იწონის და ის მთლიანად ბრილიანტის ქვებითაა მორთული. დიახ, ეს ნამდვილი ბრილიანტებია.

ის ჰუაიჟოუს რაიონს ეკუთვნის, საერთო ფართობი 2122,8 კვადრატული მეტრია. პარკში მდებარეობს პრეზიდენტ სი ძინპინის რეზიდენციაც.

ამ  საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში  ჩატარდა APEC-ის სამიტი, პირველი და მეორე „Belt and Road“-ის მაღალი დონის ფორუმი საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ და მრავალი სხვა მაღალი დონის კონფერენცია. გარდა ამისა, ჩინეთის ინდუსტრიული ფორუმი და პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი სწორედ აქ იმართება.

ეკა გულუა პეკინიდან

დედაქალაქის გარეუბნის მარგალიტი და პეკინის უკანა ბაღი – პარკი იენციჰუ (ვიდეო)

მსგავსი თემები