,,რუსეთის დამარცხება მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა”- დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, რუსეთის დამარცხება მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა.  მან დასავლეთს მოუწოდა, დარჩეს ურყევი კიევის მხარდაჭერის მიმართ.

,,რუსეთის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დამარცხდება და ის დამარცხდება, როდესაც უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსულ არმიას გამოდევნის, შეერთებული შტატების დახმარებით, დასავლეთის დახმარებით და როდესაც ის აღადგენს კონტროლს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული იმპერიალიზმი მართლაც დამარცხდა”, – განაცხადა დუდამ.

მსგავსი თემები