29 წლის ქალისა და ახალშობილის ცხედრები კორპუსის ფანჯრების ქვეშ იპოვეს

არგენტინაში, საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების ქვეშ, 29 წლის რუსი ქალისა და მისი ახალშობილის ცხედრები იპოვეს. ორსული რუსი ქალი მშობიარობის მიზნით არგენტინაში გაფრინდა, მაგრამ მშობიარობის შემდეგ ის და მისი ბავშვი ფანჯრიდან გადმოვარდნენ.

უცხოური მედიის ინფორმაციით,  29 წლის ქალი 2022 წლის სექტემბერში დაქორწინდა. მალე მობილიზაცია დაიწყო რუსეთში და მისმა ქმარმა ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტა. წყვილი ჯერ საქართველოში წავიდა, შემდეგ თურქეთში და როცა გოგონა დაორსულდა, მშობიარობისთვის არგენტინაში წასვლა გადაწყვიტეს.

ქალმა არგენტინაში უვნებლად იმშობიარა, რის შემდეგაც მას რუსეთში დაბრუნება სურდა, თუმცა ქმარი წინააღმდეგი იყო. ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობდნენ. მორიგი ჩხუბის შემდეგ ქალი პატარასთან ერთად ფანჯრიდან გადავარდა.

მამაკაცი ამტკიცებს, რომ მის მეუღლეს მშობიარობის შემდგომი დეპრესია ჰქონდა. თუმცა, ადგილობრივი პოლიცია განიხილავს მისი მონაწილეობას გოგონას სიკვდილში.

მსგავსი თემები