სქესის გაგების ცერემონია ტრაგედიით დასრულდა – გარდაცვლილია პილოტი

მექსიკაში სქესის გაგების ცერემონია ტრაგედიით დასრულდა. უცხოური მედიის ინფორმაციით,  ზეიმისთვის დაქირავებული თვითმფრინავი ჩამოვარდა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც წყვილი სან-პედროში, სინალოაში მათი შვილის სქესის გაგებისთვის ემზადებოდა.

როდესაც თვითმფრინავმა ცა ვარდისფერი კვამლით გაავსო, მისი მარცხენა ფრთა თითქოს მაღლა აიწია. თვითმფრინავი კონტროლიდან გავიდა, სანამ ახლომდებარე მინდორში ჩამოვარდა.

შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 32 წლის პილოტი.

მსგავსი თემები