თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „ომიკრონი“ არ დადასტურდა

საქართველოში ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის ცირკულირება არ დადასტურდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საეჭვო შემთხვევები გამოიკვლიეს და ახალი შტამი არ აღმოჩნდა.

„დახ, გიდასტურებთ, რომ არსებობდა საეჭვო შემთხვევები. რამდენიმე შემთხვევა ჩაითვალა საეჭვოდ. შევისწავლეთ, მაგრამ არ დადასტურდა“ –  განაცხადა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში 10-მდე საეჭვო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს.    

მსგავსი თემები