20 ივნისს დაშავებულებისა და დაკავებულების უფლებებს ახალი მოძრაობა – “20 ივნისის პოლიტპატიმრები” დაიცავს. ამის შესახებ მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა, კოტე კემულარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
კემულარიას თქმით, ისინი 20 ივნისის ღამით დაშავებულებს კომპენსაციის მიღებაში დაეხმარებიან.
„ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას ყველას დასაცავად. დავიცავთ ყველა პატიმარს, ყველა იმ დასახიჩრებულს, რომლებსაც დღეს აშინებენ. ყველას დავუკავშირდებით, დავეხმარებით უანგაროდ, რომ მათ მიმართონ სასამართლოებს, იფიქრონ კომპენსაციაზე, რომელიც მათ ეკუთვნით. არ უნდა დავტოვოთ დაუსჯელი ეს ყველაფერი, თორემ მომავალში კიდევ განმეორდება ასეთი უბედურება“, – განაცხადა კემულარიამ.