პარლამენტთან, დაპირისპირებისას კიდევ ერთი ახალგაზრდა დააკავეს

  •  

სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს. პარლამენტის შენობის წინ, აქტივისტები კარვების გაშლას ცდილობენ.

პოლიციამ აქტივისტებს რამდენიმე კარავი ჩამოართვა. აქციის მონაწილეები კი საკუთარი ინვენტარის დაბრუნებას და მისი პარლამენტის შენობის წინ გაშლას ცდილობენ.

ადგილზე უსაფრთხების ზომები გაძლიერებულია და პერიმეტრს საპატრულო ეკიპაჟები იცავს.

დაკავებულებთან დაკავშირებით, შსს-ს ამ დრომდე ინფორმაცია არ გაუვრცელებია. როგორც აქტივისტები აცხადებენ, დაკავებულია 5 ადამიანი.  

მსგავსი თემები