,,უსამშობლო რუსული ოცნების გასაგონად მინდა ვთქვა, ნუ მანიპულირებთ ქართული ღირებულებებით”- ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის„ ოფისში პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე საქართველოს ხელისუფლებას სპეციალური განცხადებით მიმართა. მელიამ  იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებას ახლავს თან.

„ამ ბოლო წლებში, ამ ხელისუფლების პირობებში. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მკაფიოდ არც ერთხელ არ უთქვამს რომ რუსეთი ოკუპანტია. ჩვენ გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტებიკოლაბორაციონისტები, რომლებმაც გადალახეს მორალური გახრწნის ზღვარი და უკვე აღარც რცხვენიათ. ღიად და ურცხვად ემსახურებიან მტერს. რა არის გამოსავალი? ამ სიტუაციიდან ერთადერთი რეალური გამოსავალი – რუსული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა. რა თქმა უნდა, ნორმალური ხელისუფლების პირობებში ბევრი გამოსავალი იარსებებდა, გულუბრყვილობას არ ვაპირებთ და კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად არანაირ მოთხოვნას უსამშობლო რუსულ ოცნებას არ ვუყენებთ. უბრალოდ, გვსურს, ვიცოდეთ, რას გააკეთებდა და მომავალში რას გააკეთებს ნორმალური ხელისუფლება. ნორმალური, ეროვნული ხელისუფლება გამჭვირვალეს გახდიდა საქართველოში შემოსული ვიზიტორების ვიზირების მიზნობრიობას, მოახდენდა ვიზიტების მიზნობრიობის ლუსტრაციას, შეზღუდავდა რუს მოქალაქეებზე ბინების გაყიდვას, ბიზნესი რეგისტრაციას და ბინადრობის მოწმობის გაცემას, თუ ისინი არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრებს და იმას რომ რუსეთი ოკუპანტია და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. უსამშობლო რუსული ოცნების გასაგონად მინდა ვთქვა, ნუ მანიპულირებთ ქართული ღირებულებებით , ყველა პატივს ვცემთ სტუმარ-მასპინძლობის ძირძველ, ქართულ ტრადიციას, მაგრამ თუ სტუმარი რჩება ოჯახში წლების განმავლობაში, უნდა მიიღოს და იცხოვროს ჩვენი წესებით, ისწავლოს ქართული ენა და აღიაროს ქვეყნის საზღვრები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები