საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღები მუშაობას 1 მარტიდან განაახლებს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1 მარტიდან. 2 კვირაში ერთხელ, თანამშრომლების 20 % ვალდებულია ტესტირება ჩაიტაროს – ასეთია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით.