გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 20 815 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 590 ინფიცირებული

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 20 815-ით გაიზარდა, რაც წინა დღის მონაცემებთან შედარებით, დაახლოებით 7 000-ით ნაკლებია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის სულ მილიონ 218 000-ზე მეტი შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 590 ადამიანი. ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 19 932 შეადგინა.

მსგავსი თემები