ცემის შედეგად გარდაიცვალილ მამაკაცს, თანხას სავარაუდოდ სისტემატიურად სძალავდნენ

სამარშურტო ტაქსის მძღოლ მამაკაცს, რომელიც ლენტეხში მომხდარი ჩხუბის დროს გარდაიცვალა, თანხას, სავარაუდოდ, სისტემატიურად სძალავდნენ.

გარდაცვლილი ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში სამარშუტო ტაქსზე მუშაობდა.

47 წლის მამაკაცი ლენტეხში მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა. სოფელ ჩიხარეშში შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 47 წლის რობიზონ თუთარაშვილი ადგილობრივებმა სცემს.

შემთხვევის დღეს, ის ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც დაურეკეს და ოჯახიდან გაიყვანეს. მას სასიკვდილო დაზიანებები თავის არეში მიაყენეს და მიატოვეს.

მამაკაცი ადგილობრივებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეული განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი.

მსგავსი თემები