,,საქართველოს გადარჩენის გასაღები არის ინტერესთა ბალანსში და არა რომელიმე ერთი ძალის უპირობო მორჩილებაში” – ვატო შაქარაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში დასრულდა ისტორიული შედეგებით და ჩვენი ურთიერთობა გადადის აბსოლუტურად ახალ სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე, – ამის შესახებ „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

მისი თქმით, პროცესი, რომელიც წარიმართა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაში, გულისხმობს საქართველოს დიდ წარმატებას.

,,ნახეთ როგორ არაადეკვატური გამოეხმაურება მოჰყვა ჩვენი ქვეყნის უდიდეს წარმატებას ქვეყნის შიგნით აგენტურულ ქსელში, ასევე ქვეყნის გარეთ, ვგულისხმობ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტემენტის განცადებას. რომელიც გამოეხმაურა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელმაც განაცხადა, რომ დააკვირდება პროცესს და იმედი გამოთქვა, რომ გამჭირვალედ წარიმართება. ამასთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთგვარად ჩვენი ქვეყანა გააფრთხილა, თითქოს ჩინეთს სჩვევია ისეთი დაპირებების გაცემა, რომელიც მომავალში არ სრულდება. ამ სიტყვებმა გაგვახსენა ყველა ის შეუსრულებელი დაპირება, რაც 30 წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყანას მიუღია, ის შეშფოთება თუ რეკომენდაციები, შარლ მიშელის დოკუმენტები ქვეყნის შიდა საქმეში უხეში ჩარევა, 12 პუნქტიანი გეგმები, მითითება, ვინ უნდა შეიწყალონ და ვინ არა, რა კანონები მივიღოთ და როგორ ვიცხოვროთ. ცხადია, ეს არის კოლონიალისტური დამოკიდებულების გაგრძელება, მაშინ როდესაც, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და თავად იღებს გადაწყვეტილებას, ვისთან რა დოზით, ფორმით დაიჭიროს ურთიერთობა,”- განაცხადა ვატო შაქარიშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში”.

ვატო შაქარიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს გადარჩენის, განვითარების, გამთლიანების გასაღები არის ინტერესთა ბალანსში და არა რომელიმე ერთი ძალის უპირობო მორჩილებაში.

,,სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ოთხ განზომილებიანია და იქ ვერ შეხვდებით, ისეთ პუნქტებს, როგორსაც შარლ მიშელის დოკუმენტსა და 12 პუნქტიან გეგმაში. აქ არ არის საუბარი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე, მითითებები იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ. აქ საუბარი ორმხრივ ურთიერთობებსა და პატივისცემაზე. საქართველოს გადარჩენის, განვითარების, გამთლიანების გასაღები არის ინტერესთა ბალანსში და არა რომელიმე ერთი ძალის უპირობო მორჩილებაში და 30 წლის განმავლობაში ღია კარებში უშედეგოდ დგომაში. ჩინეთი არის ევროკავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორი და ევროკავშირის ქვეყნების იმპორტის მესამედზე მეტი მოდის ჩინეთზე, ამიტომ ტყუილია ის არგუმენტი, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა რამე ფორმით დამაზიანებელი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში” .

მსგავსი თემები