კორონავირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 423 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 358 227-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 443 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 364 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 811 შემთხვევა, აჭარა – 81, იმერეთი – 134, ქვემო ქართლი – 82, შიდა ქართლი – 48, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 36, კახეთი – 83, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

მსგავსი თემები