რუსეთმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა – არიან დაღუპულები

  რუსეთის ძალებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ნანგრევებიდან ამოიყვანეს სამი ადამიანი, მათ შორის 2013 წელს დაბადებული ბავშვი. ,,კრივი-რიჰი. რუსებმა ქალაქს ორი რაკეტა დაარტყეს…ხანძარი გაჩნდა…სამედიცინო დახმარება 10 მოქალაქეს დასჭირდა. შესაძლოა ხალხი ისევ იყოს ნანგრევებში. სამაშველო სამუშაოები გრძელდება”, – აცხადებს  უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო. თავდასხმის შედეგად დაზიანებული ორი შენობიდან ადამიანების სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, ჩართულია 230 ადამიანისგან ადამიანისა და 57 მანქანისგან შემდგარი ჯგუფი.