ნინო ლომჯარია ირაკლი ოქრუაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და კიდევ 2 პირს შეხვდა

  •  

სახალხო დამცველის „მატროსოვის“ ციხეში შეცვლის მიზეზი სპეციალურმა პენიტენციური სამსახურმა დაასახელა. როგორც სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმციაში ვკითხულობთ, ვანო მერაბიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრა ნამდვილად შედგა.

„დღეს, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 18:00 საათის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების დახურვიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ.
დაწესებულებაში ვიზიტისას ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს, რომელიც იმ დროისთვის შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსი იყო. ამასთან, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მსჯავრდებულმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა“ – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარია ციხესთან ჟურნალისტების დახვედრით გაკვირბეული დარჩა და აღნიშნა, რომ ეს იყო კონფიდენციალური ინფორმცია, რომელიც არ უნდა გამჟღავნებულიყო.

მსგავსი თემები