უკრაინაში ის ადგილი დაბომბეს, სადაც ხალხი ჰუმანიტარული საკვების რიგში იდგა

ქალაქ უგლედარში მოსახლეობა რიგში იდგა და საკვების მიღებას ელოდა. მათ ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიეღოთ, რა დროსაც აფეთქება მოხდა. ოკუპანტებმა რეაქტიული არტილერიიდან სწორედ იმ ადგილს დაარტყეს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო შეკრებილი.

ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. არიან დაჭრილები. ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო, ადასტურებს.

 

მსგავსი თემები