ხუდადოვის ქუჩის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

BMW Club Georgia-ს მიერ ორგანიზებულ გარბენთან დაკავშირებით, 7 ოქტომბერს, 07:00-დან 19:00 საათამდეხუდადოვის ქუჩაN68-დან უიარაღოს ქუჩისN24-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ცოტნე დადიანის ქუჩიდან თბილისის ზღვის მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ურიდიას ქუჩის გავლით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტიხუდადოვის ქუჩაზე, როგორც უიარაღოს ქუჩა N24-მდე, ასევე, ურიდიას ქუჩის გავლით,ივერთუბნის მიმართულებითიმოძრავებს.

თბილისის მერია შეფერხებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის.

მსგავსი თემები