დონეცკისა და ხარკოვის ოლქებზე რუსული დაბომბვის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა

დონეცკისა და ხარკოვის ოლქებზე რუსული დაბომბვის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,რუსმა დამპყრობლებმა დონეცკის ოლქის ოთხი მცხოვრები მოკლეს [ქალაქ] ავდიივკაში 15 მაისს. გარდა ამისა, ოკუპაციის დროს მოკლული მამაკაცის ცხედარი ექსჰუმირებული იქნა [სოფელ] ბოხოროდიჩნეში. კიდევ ოთხმა მშვიდობიანი მოსახლე. დონეცკის ოლქში დაშავდა“,- აცხადებს პაველ კირილენკო, დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი.

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით,  კუპიანსკის რეგიონის სოფელ დვორიჩნაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ორი მოქალაქე დაიღუპა. სოფელში დაიჭრა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები