„ეჭვის დონეზე დივერსიის საკითხი განიხილება“ – ვარკეთილის დამწვარი ბაზრის წარმომადგენელი

„დაზღვევა არის, მოვაჭრეებს უნაზღაურდებათ საქონელი, მაგრამ ამ ყველა საქონელს უნდა ჰქონდეს შესყიდვის საბუთი, იმ ადამიანებს ვისაც საბუთი არ გააჩნიათ კვადრატულ მეტრზე მიეცემათ 500 ლარი,“ – ამის შესახებ „შპს ვარკეთილი – 96“ – ის იურისტმა ნანა წულაძემ განაცხადა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

როგორც წულაძე ამბობს ხანძრის გაჩენის  ვერსიებზე ექსპერტები მუშაობენ.

„შეთქმულებაზე ვერაფერს ვიტყვით, ველოდებით რა დადგინდება, არანაირი მაკეტი არ არსებობდა, უნდა გატარებულიყო სხვადასხვა ღონისძიებები რეგულაციებთან დაკავშირებით.

ბაზრობას ჰყავს საკმაოდ კვალიფიციური ხელმძღვანელობა, მიმდინარეობს ყველა მიმართულებით კონსულტაციები, მას შემდეგ, რაც დაიდება დასკვნა გადაწყდება ვინ გაარემონტებს დამწვარ ადგილებს, იქ მომუშავე ადამიანები თუ ბაზრობის ხელმძღვანელობა.

გამოძიება ვერსიებზე მუშაობს, ჩვენთვისაც ეს ძალიან შოკის მომგვრელი იყო, რადგან ეს არის უზარმაზარი მატერიალური ზარალი, გვესმის ჩვენც არის სხვადასხვა საუბრები ხანძრის გაჩენის ვერსიებზე, ეჭვის დონეზე დივერსიაც განიხილება.

 „შპს“ ვერანაირ ანაზღაურებას ვერ მიიღებს დაზღვევა აუნაზღაურებს მხოლოდ იქ მომუშავე ადამიანებს,“ – განაცხადა ნანა წულაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაში, აუცილებელიაწყაროსდალინკისმითითება

მსგავსი თემები