,,კამერები გაიყვანეს და მამუკა აბლატავდა”- ,,დედას შევიგინები”- დაპირისპირება პარლამენტში

,,კამერები გაიყვანეს და მამუკა აბლატავდა. უტყდებათ რუსებს რომ ვეძახით,” – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის”დეპუტატი ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს და სასესიო დარბაზიდან ვიდეოს აქვეყნებს.

,,დედას შევიგინები, მაგ სიტყვას როგორც ახსენებთ” – ამბობს მდინარაძე.

კადრებში ისმის შეძახილები “რუსებო”.

პარლამენტში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოქალაქემ საკანონმდებლო ორგანოში ”ქართული ოცნების” დეპუტატებს რუსული რუბლები გადააყარა და საპროტესტო ბანერი გადმოფინა.

,,არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან”- ეწერა ბანერზე.

 

მსგავსი თემები