,,მოლოდინი მქონდა, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მოლოდინი ჰქონდა, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა.

მისივე თქმით, ოპონენტებს მოლოდინი აქვთ, რაიმენაირად დამძიმდეს ქვეყნის მდგომარეობა, რადგან არ უნდათ, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს.

„ახლა საკითხია, ამ უსამართლობის გამოსწორებას შეძლებს თუ არა ევროკავშირი. მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა, მოლოდინი მქონდა, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა იმ რეზოლუციებისთვის, სადაც პირდაპირ საქართველოს აბრალებდნენ, თითქოს ამ ქვეყანაში ხდება წამება, მისი უფლებების შელახვა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, იმედები გამიცრუვდა. ნაცვლად იმისა, რომ დეზინფორმაციაზე ბოდიში მოეხადათ, დეზინფორმაციის გამეორება მოვისმინეთ. იმედგაცრუებას იწვევს, რომ ასე გაჯიუტებულია ზოგიერთი ევროპარლამენტარი საკუთარ შეცდომაში, ზოგიერთი ევროპარლამენტი განზრახ საკუთარ ქმედებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები