სომხეთში ინფიცირებულთა რაოდენობა მზარდია

საქართველოს მეზობელ სომხეთში კორონავირუსის 536 შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, 24 საათში 21 პაციენტი გარდაიცვალა.

30 აპრილის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 216 064 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 198 135 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 108 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 1 018 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.

მსგავსი თემები