ბრიტანეთი თანახმაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი გახდეს

რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა, რაზეც მხარეები სიტყვიერად თითქმის შეთანხმდნენ, ნატოზე უარია. სანაცვლოდ კი, უკრაინა ითხოვს, ქვეყანაზე უსაფრთხოების გარანტიები გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნებმა აიღონ.

აღნიშნულ წინადადებას დიდი ბრიტანეთი უკვე გამოეხმაურა. როგორც გაერთიანებულ სამეფოში აცხადებენ, მზად არიან, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები იყვნენ.

როგორც  გაეროში ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენელი  ბარბარა ვუდვორდი აცხადებს, ბრიტანეთი ერთ-ერთი იქნება, რომელიც  მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

უკრაინული მხარე ალიანსის წევრობაზე უარს მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვის, თუ  გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები უკრაინის უსაფრთხოების ვალდებულებას დოკუმენტალურად აიღებენ. საუბარია შემდეგ ქვეყნებზე: ამერიკა, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, ისრაელი და პოლონეთი. 

შესაძლოა, უკრაინამ ალიანსის წევრობაზე უარი განაცხადოს

მსგავსი თემები