სუდანში სამოქალაქო ომი 72 საათით შეწყდება

სუდანში, სამოქალაქო ომის მონაწილე მხარეები 72 საათით დაზავებაზე შეთანხმდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროის ამ მონაკვეთში ომი შეწყდება და  სამხედრო დაპირისპირება არ მოხდება.  აღნიშნულ  ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმების მიღწევა ორი დღის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგია.  ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დღეიდან ამოქმედდება.

სუდანში არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის სამხედრო დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო. საბრძოლო მოქმედებებს დაახლოებით 500-მდე  ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით კი დაიჭრა.

 

მსგავსი თემები