„თუ ვაშინგტონი ორი ბირთვული სახელმწიფოს ურთიერთობას სამხედრო შეტაკებამდე მიიყვანს, მსოფლიოს ბედი შემაშფოთებელი იქნება” – კრემლი

რუსეთსა და აშშ-ის შორის სამხედრო დაპირისპირების რისკები იზრდება.

კრემლი ამერიკას ისევ ბრალდებებს უყენებს და აფრთხილებ, რომ ის ორ სახელმწიფოს შორის სამხედრო დაპირისპირებას აღვივებს, როგორც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ანდრეი ერმაკოვი აცხადებს, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები აღვივებს ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის დაპირისპირებას.

„თუ ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ გააგრძელებს რუსეთთან დაპირისპირებას,  სტრატეგიული იარაღის შემცირების ხელშეკრულების ბედი შეიძლება წინასწარ გადაწყდეს. თუ ვაშინგტონი  ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას სამხედრო შეტაკებამდე მიიყვანს, ამ შემთხვევაში, მთელი მსოფლიოს ბედი შემაშფოთებელი იქნება”, – აცხადებს ერმაკოვი.

მსგავსი თემები