სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

სამოქალაქო ომის ზონიდან საქართველოს მოქალაქეები გაიყვანეს. ისინი ამ დრომდე სუდანში რჩებიან, თუმცა, უსაფრთხო ზონაში.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, დასრულებულია ევაკუაციის პირველი ეტაპი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხარტუმში იმყოფებოდნენ, სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში გადაიყვანეს.

„ევაკუაცია წარმატებულად განხორციელდა.  ამ დროისთვის, სუდანში საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ იმყოფება. ყველა არის უსაფრთხოდ გამოყვანილი ამ ქვეყნიდან,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სუდანში სამოქალაქო ომი 72 საათით შეწყდება

მსგავსი თემები