,,ნატო-ს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი”- იენს სტოლტენბერგი

,,ნატო-ს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი”,–  ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში რამშტაინის ფორმატის შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას ომის დასრულების შემდეგ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა,  თავიდან აიცილოს ახალი თავდასხმა.

„გუშინ კიევში განვაცხადე, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია და ნატო-ს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ახლა მთავარი ფოკუსია, როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები