აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები კვლავ მთავრობის კანცელარიასთან არიან შეკრებილნი

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები კვალავ მთავრობის კანცელარიასთან არიან შეკრებილნი. ისინი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

მშობლებმა ადმინისტრაციის შენობასთან მეორედ გაათენეს ღამე. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე თვეა მედიკამენტი ვოზორიტიდს ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ.

გუშინ მშობლებს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა და მათი მისცა გარანტია, რომ თუ სექტემბრის მონაცემებით, რამდენიმე, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო  ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს.

მსგავსი თემები