,,ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა”- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგებს, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებს წარადგენს.

ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რეგიონში შექმნილი ვითარება, რთული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის.

„თითოეული ჩვენგანი იზიარებს მდგომარეობის სიმძიმეს, რაც გამოწვეულია რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრით. ამ მოცემულობაში ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული, შევინარჩუნოთ მშვიდობა, არ შეგვექმნას რთული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და შევძლოთ წინსვლა, მათ შორის, მთავარი მიზნისკენ, ევროინტეგრაციისკენ“, – განაცხადა
ოთარ შამუგიამ.

მსგავსი თემები