2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით 18-მა დეპუტატმა არ ისარგებლა – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, 2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ ისარგებლა პარლამენტის 18-მა წევრმა.

დეპუტატები, რომლებსაც სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია 10 უმრავლესობის წევრია, 6 ოპოზიციის, ხოლო 2 უფრაქციო დეპუტატია: ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა); ისკო დასენი (უმრავლესობა); გრიგოლ ვაშაძე (უფრაქციო წევრი); აბდულა ისმაილოვი (ოპოზიცია); მანუჩარ კვირკველია (ოპოზიცია); სუმბატ კიურეღიანი (უმრავლესობა); ლევან კობიაშვილი (უმრავლესობა); სამველ მანუკიანი (უმრავლესობა); გოგი მეშველიანი (უმრავლესობა); კობა ნაყოფია (ოპოზიცია); რამაზ ნიკოლაიშვილი (ოპოზიცია); დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა); ბაჩუკი ქარდავა (ოპოზიცია); გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა); ვასილ ჩიგოგიძე (უმრავლესობა); ცეზარ ჩოჩელი (ოპოზიცია); დილარ ხაბულიანი (უფრაქციო წევრი); ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა).

მსგავსი თემები