„ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამინისტროს ასიგნებები 150 %-ით გაიზარდა“- ოთარ შამუგია

„ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამინისტროს ასიგნებები გაიზარდა 150 %-ით, რამაც ახალი ინიციატივების განხორციელების და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები მოგვცა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას.

„ეკონომიკური განვითარება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ორი წელზე მეტია ვინარჩუნებთ, გვაძლევს საშუალებას, წლიდან წლამდე გავზარდოთ დაფინანსება როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით.ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამინისტროს ასიგნებები გაიზარდა 150 %-ით, რამაც ახალი ინიციატივების განხორციელების და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები მოგვცა“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობს მთელი რიგი ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს, ევროკავშირის რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ევროპული მართვის სისტემის სტანდარტების დანერგვას.

 

მსგავსი თემები