,,რუსეთის შეტევის მორიგი მცდელობა, ე.წ. ზამთარ-გაზაფხულის შეტევა ჩავარდა”- ბუდანოვი

,,2023 წლის 31 მარტს, რუსეთის შეტევის მორიგი მცდელობა, ე.წ. ზამთარ-გაზაფხულის შეტევა ჩავარდა,”- ამის შესახებ  უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს ამ დროისთვის სტრატეგიული შეტევითი ოპერაციის განხორციელების პოტენციალი არ აქვს და უახლოეს მომავალში არც ექნება.

,,2023 წლის 31 მარტს, რუსეთის შეტევის მორიგი მცდელობა, ე.წ. ზამთარ-გაზაფხულის შეტევა ჩავარდა. ამას ოფიციალურად ვაცხადებ. 31 მარტს ისინი დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვარზე უნდა გასულიყვნენ. რუსეთს ამ დროისთვის არ აქვს სტრატეგიული შეტევითი ოპერაციის განხორციელების პოტენციალი და უახლოეს მომავალში არც ექნება. რუსეთი გადავიდა სტრატეგიულ თავდაცვით ოპერაციაზე. მათი ამოცანაა, დაიკავონ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, ჩაშალონ ჩვენი შეტევითი ოპერაცია მათი გათავისუფლებისთვის,”- განაცხადა ბუდანოვმა.

მსგავსი თემები