,,იმედი მაქვს, დღეს ამ მოწვევის პარლამენტში პირველად შეიქმნება საგამოძიებო კომისია”- სალომე სამადაშვილი

,,დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ამ მოწვევის პარლამენტში პირველად შეიქმნება საგამოძიებო კომისია. სასამართლო სისტემის რეფორმა არის სწორედ კონსენსუსის საკითხი ოპოზიციაში,”- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი გაფრთხილებულია, რომ დღეს სავარაუდოდ, დღის წესრიგში დადგება სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრის საკითხი.

,,ყველა ოპოზიციონერი არის საქმის კურსში. მათ დადასტურებული აქვთ როგორც ინფორმაციის მიღება, ასევე ის, რომ აპირებენ სხდომას დაესწრონ. ამიტომ, მე დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ამ მოწვევის პარლამენტში პირველად შეიქმნება საგამოძიებო კომისია. სასამართლო სისტემის რეფორმა არის სწორედ კონსენსუსის საკითხი ოპოზიციაში. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა სასამართლო კლანის წევრები, კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რადგან სასამართლო რეფორმა პირდაპირ უკავშირდება კანდიდატის სტატუსს და საგამოძიებო კომისია არის მიმართული იქითკენ, რომ ხელი შეუწყოს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

მსგავსი თემები