„საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად ბახმუტის მიმართულება რჩება”- უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, ბახმუტში სიტუაცია ამჟამად კონტროლს ექვემდებარება.

მისი თქმით, ოკუპანტები აწარმოებენ შეტევითი ოპერაციებს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, მაგრამ უმეტესობაში მტრის ოპერაციები წარუმატებელია.

„საომარი მოქმედებების ეპიცენტრი რჩება ბახმუტის მიმართულება, იქ მტერი კონცენტრირებს უდიდეს ძალისხმევას და ცდილობს ნებისმიერ ფასად დაამყაროს კონტროლი ქალაქზე.  ახლა მტერი აძლიერებს მძიმე არტილერიის აქტივობას და საჰაერო დარტყმების რაოდენობას, აქცევს ქალაქს ნანგრევებად.

ამავდროულად, ჩვენი მებრძოლები მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს და მნიშვნელოვნად ანელებენ მის შეტევითი მოქმედებები. ბახმუტისთვის ბრძოლები გრძელდება. სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება“,- აცხადებს სირსკი.

მსგავსი თემები